ყველა ბანკის ონლაინ განვადება ერთი კლიკით

შესთავაზეთ თქვენს მომხმარებელს ყველა ბანკის განვადების სერვისი 1 კლიკით, ინოვაციური, ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ღილაკით საქართველოში!

გაიგე მეტი

პარტნიორი კომპანიები

რას ვთავაზობთ მერჩანტებს?

Creditamazon.ge, გარდა უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების ონლაინ საბანკო განვადებით შეძენის სერვისისა, ნებისმიერ ქართულ ვებ-გვერდს აძლევს საშუალებას ერთი ღილაკის მეშვეობით შესთავაზოს მომხმარებლებს საქართველოში მოქმედი ყველა დიდი ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განვადების სერვისი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. დღეისთვის ჩვენი მომსახურებით 10-ზე მეტი ქართული ონლაინ მაღაზია და არაონლაინ კომპანია სარგებლობს. #იყავიშემდეგი

რატომ ჩვენ?

  • ერთ კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ განვადების სერვისს საქართველოში მოქმედი ყველა დიდი ბანკისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან.
  • განვადების განაცხადები განსახილველად გადაგზავნამდე მუშავდება და უმჯობესდება პროფესიონალების მიერ, რაც გაცილებით ზრდის მისი დამტკიცების შანსს.
  • ოპერატორების დიდი გუნდი თქვენს მომხმარებელს არა მხოლოდ განვადების, არამედ მთლიანი პროდუქტის შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდის, ანუ ვყიდით თქვენს პროდუქტს, იმიტომ რომ თქვენი გაყიდვები ზრდის ჩვენს გაყიდვებსაც
  • ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები
  • მაქსიმალურად მოქნილი, მარტივი და ნებისმიერ მომხმარებელზე მორგებული სისტემა
  • უმარტივესი ინტეგრაცია თქვენს ვებ-გვერდთან, ყოველგვარი კოდირების და ვებ-გვერდზე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე

და კიდევ ერთი :)

Creditamazon-ის ძალიან გამოცდილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური ონლაინ მარკეტინგის გუნდი იზრუნებს თქვენს გაყიდვებზე ჩვენივე რესურსებით. ჩვენ, თქვენი სურვილის შემთხვევაში ავარჩევთ პროდუქტებს, შევათანხმებთ რეკლამირების მეთოდებს და ჩავრთავთ ჩვენს სარეკლამო კამპანიებში მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, ნულოვანი დანახარჯის სანაცვლოდ მიიღებთ გაზრდილ გაყიდვებს - ეს ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.